Tuesday, June 8, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი გიორგი ლეონიძე
პროექტის მოკლე აღწერა(ერთი– ორი წინადადებით) მოსწავლეები გაეცნობიან გიორგი ლეონიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
პროექტის სრული აღწერა სასწავლო პროექტის მიზანია,მოსწავლეებმა ღრმად და სფუძვლიანად შეისწავლონ გიორგი ლეონიძის შემოქმედების მთავარი ტენდენციები.ეს პროექტი მნიშვნელოვანი და აქტუალურია,მოსწავლეებს დეტალურად გავაცნობ მწერლის მოწოდებას ახალგაზრდებისადმი,მოუსმინონ სამშობლოს გულის ფეთქვას,"ის უპირველესად შენგან თხოულობს კეთილშობილებას,შრომას,სამსახურს,რაინდობასა და სიყვარულს.ნუ გათელავთ ფეხით ჩვენს ზნეობას,იცოდე,რომ ხვალინდელი დღე შენს ხელშია!"ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებას.
პროექტში მონაწილე მოზარდები დაინტერესდებიან მწერლის არქივით,გაეცნობიან მის შემოქმედებას, მეცნიერულ ნაშრომებს,საქმიანობას ქართული პრესის,მუზეუმთმშენებლობისა და სიძველეთა დაცვის სფეროში,გამოკვეთენ მწერლის დამოკიდებულებას ენისადმი,ტროპის ფუნქციას ლეონიძის შემოქმედებაში.გვერდს ვერ ავუვლით თენგიზ აბულაძის ფილმს "ნატვრის ხე".სასწავლო პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმის ბევრ სტანდარტს უპასუხებს,განუვითარებს მოსწავლეს კვლევის უნარ–ჩვევებს,მეტყველების კულტურას,დამოუკიდებელ აზროვნებას,დაეხმარება წერის სტილის დახვეწაში,მხატვრული ენის გაგება–გააზრებაში.
მოვაწყობთ ექსკურსიას პატარძეულში,მოვიძიებთ საჭირო მასალებს მწერლის სახლ–მუზეუმში.
მოვასმენინებ მოსწავლეებს ლეონიძის უნიკალურ ჩანაწერებს,გავეცნობით აუდიომასალებს მხატვრული კითხვის ოსტატთა შესრულებით.
კლასი დაიყოფა ჯგუფებად,გავანაწილებთ საკითხებს, დავსახავთ სამუშაო გეგმებს.

მოსწავლეთა წარმატების დასადგენად გათვალისწინებული იქნება შემდეგი კომპონენტები:
ჩართულობა პროექტში
ინფორმაციის მოძიება
ზეპირი პრეზენტაცია
წერითი სამუშაოების შესრულება
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება

მონაწილეთა ასაკი მეცხრე კლასი
ვადები/ხანგრძლივობა ორი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში გიორგი ლეონიძის შემოქმედება,კრიტიკული წერილები,მასალების მოძიება ინტერნეტის საშუალებით.
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი,რაც შეიძლება შეიქმნას ტექსტები,ვიდეომასალა,პრეზენტაცია, ამ ყველაფერს განვათავსებ ბლოგზე.
სარგებელი სხვებისთვის მოსწავლეები გაეცნობიან მასალებს გიორგი ლეონიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
სამუშაო ენა ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ გვყავს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ლიტერატურის ისტორიასთან–გიორგი ლეონიძე იყო შესანიშნავი მკვლევარი.განსაკუთრებით ფასეულია მისი შრომები XVII-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობის საკითხებზე.ხელოვნებასთან–გამოვყოფთ მის საქმიანობას სიძველეთა დაცვის საქმეებში,განსაკუთრებულ როლს საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის დაარსებაში.
პროექტის ავტორი ირმა მაისურაძე
ავტორის ელ.ფოსტა irmamaisurradze555@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოკი irmamaisuradze.blogspot.com